ტომეკი დედასთან მარტო ცხოვრობს, რადგან მამამისი ალეკი აშშ-ში წავიდა და თან ფულიც წაიღო. მოულოდნელად იგი შინ ბრუნდება უამრავი საჩუქრით, მაგრამ დაბრუნების მიზეზს არ ხსნის. თითქოს ყველა ბედნიერია.... დრო გადის, ალეკს ძლიერი ალკოჰოლური დამოკიდებულება სტანჯავს, რომელიც თანდათან ანგრევს ტომეკის ოჯახსაც და მის ბავშვობასაც. ბიჭი ძალიან სწრაფად უნდა გაიზარდოს და თვალი გაუსწოროს ბავშვისთვის წარმოუდგენელ რეალობას.